შიმშილობა დავიწყო თუ ქვების სროლა – ადა მარშანია მმართველ გუნდს

შიმშილობა დავიწყო თუ ქვების სროლა – ამ განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ, “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა.
მარშანია დავით გარეჯის საკითხზე საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის წარმომადგენლების პარლამენტში მისვლას ითხოვს.
მარშანია ამბობს, რომ პარლამენტს სამჯერ მიმართა თუმცა კომისიის მიწვევა მაინ არ ხდება.

„მე პარლამენტის წევრმა, კომიტეტის სხდომაზე, ოფიციალურად და არა კულვარულად, სამჯერ დავაყენე საკითხი, მოვიწვიოთ საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისია და მოვუსმინოთ მათ, სამჯერ. პარლამენტის წევრი ამ საკითხს აყენებს, რა გავაკეთო მითხარით, შიმშილობა დავიწყო დარბაზში თუ ქვების სროლა დავიწყო. რა ფორმით მივმართო მე პარლამენტს, რომ ეს სასიცოცხლოდ საჭირო კომისია დავიბაროთ აქ,“-განაცხადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა პაპუაშვილი – ადგეს გიგა ბოკერია, კოლეგებს ბოდიში მოუხადოს ან დატოვოს დარბაზი
შემდეგი სტატიაბესელია ლონდა თოლორაიას კანდიდატურას იწუნებს