მედიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სიკვდილის წინ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის ტკივილები შეემსუბუქებინათ, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. თვითონ პოლიტიკოსმა სურვილი გამოთქვა ორგანოების დონორი გამხდარიყო – პერესის მკურნალმა ექიმმა და სიძემ რაფი ვალდმანმა განაცხადა.
“შიმონ პერესმა ყოველგვარი ტანჯვის გარეშე დაგვტოვა. ჩვენი მედიკოსები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ტკივილების გარეშე და ღისეულად წასულიყო” – განაცხადა ვალდმანმა.
პრეზიდენტის სურვილს მისი ახლობლებიც დაეთანხმნენ – მისი თვალის რქოვანა პაციენტს გადაენერგა.