შიდა ქართლში ოთხი მაჟორიტარული ოლქიდან, სამი “ქართულმა ოცნებამ” მოიგო

შიდა ქართლში ოთხი მაჟორიტარული ოლქიდან, სამი “ქართულმა ოცნებამ” მოიგო, ერთი კი – “თოფაძე, მრეწველები- ჩვენი სამშობლოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა

კასპის # 39 4-დან 39 უბნის შედეგებით, “ქართული ოცნების” კანდიდატს ირაკლი მეზურნიშვილს ხმების –75,96% აქვს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ნუგზარ ნონიაშვილს- 24,04.

გორის #41 ოლქში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე დაბალი აქტივობა იყო, 41 უბნიდან 40 უბნის მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატს იოსებ მაკრახიძეს 84,86% აქვს, ხოლო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, რომელიც არჩევნებს მეორე ტურამდე გამოეთიშა, თუმცა საარჩევნო ბიულეტინში მაინც ეწერა, ამომრჩეველთა 15,14%, ანუ 1569 ხმა მიიღო.

გორის #42 ოლქში, 52-დან დათვლილია 49 უბნის შედეგები, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” კანდიდატმა,თენგიზ ხუბულურმა ხმების 73,38% მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, ბადრი ბასიშვილმა – 26,62%

ხაშურის #43 საარჩევნო ოქლის 52-დან 51 უბნის მონაცემებით, “თოფაძე, მრეწველები- ჩვენი სამშობლოს” კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ 61,33%-მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატს, ვალერი გელაშვილს მოუგო, რომელსაც 38,67 % აქვს.

banner
წინა სტატიაშიმცხეთაში ჯერ-ჯერობით დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ლიდერობს
შემდეგი სტატია50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა-ცესკოს წინასწარი მონაცემები