შიდა ქართლში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა, ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სულ ჩაბარებულია: 1 სანადირო თოფი, 2 გადაჭრილი თოფი – ე.წ. „აბრეზი“, 3 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 281 საბრძოლო ვაზნა, 11 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, სხვადასხვა ტიპის 9 ხელყუმბარა, 3 ჭურვი და 3 ამფეთქი ფალია.

აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან
საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

banner
წინა სტატიაშიობამამ “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციას თავდაცვითი უწოდა
შემდეგი სტატიასახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო