შიდა ქართლში ბაბუამ, სავარაუდოდ, 13 წლის შვილიშვილი გააუპატიურა

შუა ხნის კაცი არასრულწლოვნის გაუპატიურებაშია მხილებული – უმძიმესი დანაშაული შიდა ქართლში მოხდა. სავარაუდო მსხვერპლი 13 წლის ბავშვია, სავარაუდო მოძალადე კი 50 წელს გადაცილებული კაცი.

სავარაუდო მოძალადე სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის სავარაუდო მსხვერპლის ბაბუაა.

“საერთოდ მთელი ზაფხული არ დამინახია ეს ბავშვები მე აქ, 13 წლის არიან, ტყუპები. არც გვჯერა, ეს კაცი გუშინ დაუკავებიათ. კარგი ურთიერთობა ჰქონდა შვილიშვილებთან, თან ჰყვებოდა ბავშვებს”, – ამბობს მეზობელი.

banner
წინა სტატიაშიხუნდაძე – სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება
შემდეგი სტატიაშპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ტექნიკის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია