შიდა ქართლსა და სამეგრელოში მომხდარი ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ბოლო პერიოდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნეს და ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა., ქურდობის ბრალდებით, გორში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, მეზობლის საცხოვრებელ ბინაში, ამავე ბინაში მცხოვრები არასრულწლოვნის მიერ ელექტრომრიცხველის ყუთში დამალული გასაღების გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები და ტელევიზორი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მოპარული ტელევიზორი და ე.წ. რესივერი გორში, ერთ-ერთ ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ალუმინის ჭურჭელი სოფელ მეჯვრისხევში, ფერადი ლითონების ჩამბარებელ პუნქტში აღმოაჩინეს. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

ქურდობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი პირი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს და სენაკის დაცვის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ი.კ. და 1993 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ჯ. სენაკში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსიდან“ 10 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ

banner
წინა სტატიაში,,ნუ გეშინია მამი შენს დაბადების დღემდე იზეიმებს სამართალი”
შემდეგი სტატიაქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა