10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძვირადღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, ერთ-ერთი კომპანიის ბალანსზე არსებულ ვულკანური წიდის საფქვავ დანადგარს. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კომპანიას 115 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.

საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს. პოლიციამ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ძვირადღირებული დანადგარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ირანთან შეთანხმებისთვის მზად არ არის
შემდეგი სტატიაჰაკან ფიდანი: კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ თუ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს