შიდა ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
შეგახსენებთ, მკვლელობა გორში 10 მარტს მოხდა, მოკლულია 80 წლამდე კაცი.