19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის
ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი
სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალიდან,
ჩამოჭრეს და ფარულად დაეუფლნენ 300 მეტრამდე სპილენძის სადენს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალ
სადენებს ავტომობილში ტვირთავდნენ.

სამართალდამცველებმა, საქართველოს რკინიგზის კუთვნილი სპილენძის სადენები
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ პატიმრობაში მყოფ თანამოაზრეებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი