შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ
მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით
სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც,
მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად,
ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – უნდა შედგეს სია და გადაეცეს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს, მათ არ უნდა ეღირსოთ ევროპასა და ამერიკაში მგზავრობა, დაე იარონ მოსკოვში, ვლადივოსტოკსა და სვერდლოვსკში