12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

შიდა ქართლის პოლიციამ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში
დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის
საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო
მასალა, მათ შორის: 5 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 4 სანადირო თოფი, 2
„ვინჩესტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი
იარაღისთვის განკუთვნილი ათეულობით საბრძოლო ვაზნა და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს – დაკავებულია 4 პირი