21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

შიდა ქართლის პოლიციამ აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, მარკირებას
დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე
შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც განსაკუთრებით
დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო
სიგარეტი  გადაჰქონდათ.
პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად
ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაშუა დერეფნის პერსპექტივები: უზბეკეთის მინისტრებმა ფოთის პორტები მოინახულეს