შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
შეძენა-შენახვისა და ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის
მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული
ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული,
14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – 6 კილოგრამამდე
გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული
საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, რეალიზაციის
შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

















