შიდა ქართლის ორი სკოლა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის სამი მოსწავლეა.

მისივე თქმით, ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები სააფთიაქო ქსელების, „ჯიპისისა“ და „ფარმადეპოს“, სოფელ ფლავისმანისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებების კლასტერებს უკავშირდება. კიდევ სამი შემთხვევის ინფიცირების წყაროს კი ეპიდემიოლოგები იკვლევენ.

„ახალი შემთხვევების გამო, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სჯოლა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ასევე, სწავლის დისტანციურ სისტემაზე გადავიდა სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის მე-11 კლასი“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.

რეგიონის მაშტაბით, თვითიზილაციაში 544 პირი რჩება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე : პრემიერი როგორც კი გავხდები, აზერბაიჯანულ მხარესთან შევთანხმდებით და დავით გარეჯზე არანაირი პრობლემა არ იქნება
შემდეგი სტატიააქ. ახლა, გამოიწერე ნაკრები