მედიისათვის პარტია “ქართული ოცნების” შიდა კვლევები ხელმისაწვდომი გახდა

ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა - „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებს

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, NDI-ის კვლევები მთლიანად აცდენილია რეალობას. მისვე განმარტებით, “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული შიდა კვლევები აჩვენებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაზე” სამჯერ უფრო მეტი რეიტინგი აქვს “ქართულ ოცნებას”. კობახიძის ნათქვამში ეჭვი არ შეგვეპარებოდა რომ არა “თაიმერისთვის” „ქართული ოცნების“ ოფისიდან მოწოდებული პარტიათა რეიტინგი, რომელიც ეყრდნობა შიდა კვლევებს.მაშ ასე, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართული ოცნება – 33,2% ნაციონალური მოძრაობა – 30,7% თავისუფალი დემოკრატები – 7.9% რესპუბლიკური პარტია – 7,3% კვლევაში ერთ პოლიტიკურ სუბიექტად არის დაჯგუფებული „პატრიოტთა ალიანსი“ და „მრეწველთა პარტია“ – 9,6% . ასევე გაერთიანებულია ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება და ეროვნული ფორუმი, რომელთა ერთობლივი რეიტინგი შეადგენს 11, 11%. „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს გამოკითხულათა 73%. გამოკითხვები ჩატარდა თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, მარნეულში, რუსთავში და ოზურგეთში.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა მარნეულში , რუსთავში, თბილისში, ოზურგეთში, თელავში, ხოლო ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში , გორში – ” ნაციონალურმა მოძრაობამ”. ყველა დიდი მხარდამჭერი „ქართულ ოცნებას“ მარნეულში ჰყავს-34 პროცენტი, ხოლო მხარდამჭერთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამეგრელოშია.

banner
წინა სტატიაში“არასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ხელკეტებით იდევნებოდნენ”
შემდეგი სტატიანიკოლას ბერლინერი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კონფლიქტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია