საქართველოს პრეზიდენტი “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაწეულ დახმარებებზე საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, ევროპა ხელისუფლებისგან მარტივ რაღაცებს ითხოვდა, ის რაც ქვეყნისთვისაა საჭირო:
“ის რომ დასავლეთი, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა იმისთვის, რომ აქ შექმნილიყო ინსტიტუტები, დემოკრატიის მთავარი საფუძველი ჩამოყალიბებულიყო, სასამართლოზე ამდენი ხანი იწვალა და იწვალა, ამდენი თანხებია ჩადებული ჩვენ ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში და ამ ყველაფერთან ერთად მარტივ რაღაცებს გვთხოვდა, რომ სასამართლო შეინარჩუნეთ დამოუკიდებელი და გააგრძელეთ ის მთავარი რეფორმები, რაც თქვენი ქვეყნისთვის არის საჭირო. ყველაფერს ვერ წაიღებს უკან ამ ნათქვამს, მაქსიმუმი იქნება ინდიფერენტული და აღარ ჩაერთვება ჩვენ პროცესებში, რაც ნიშნავს, რომ იზოლაცია იქნება სრული.
მე მგონი, რომ ეს ჩამოშლის ამ ხელისუფლებას, შიდა და გარე იზოლაცია და ერთ ქვაბში რომ მოიხარშებიან ესენი და ვინც არიან ხომ ვხედავთ? სადამდე უნდა იხარშებოდნენ ერთ ქვაბში?” ამბობს პრეზიდენტი.
მე ერთი რამე არ მჯერა. შეიძლება რაღაც ნაწილს, ერთ კაცს, ისიც არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, რომ შეიძლება იმას შეიძლება უნდოდეს ან ეუბნებოდნენ რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ იმასაც ეშინია რუსეთის და იცის კარგად ის რუსეთი როგორ იშორებს, როცა აღარ სჭირდება ადამიანები. მაგრამ მე იმისი არ მჯერა, რომ ის ხალხი, რომელიც არიან მხარდამჭერი “ოცნების” დღეს, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე და აღარ შევალ ამ მიზეზებში, არ მჯერა, რომ იმათაც უნდოდეთ რუსეთი. რატომ არ მჯერა. იმიტომ რომ მთელი კამპანია “ოცნების”, ბოლოს, როცა დაიწყეს ლანძღვა, აქაური ელჩების, მერე იქაური ხელმძღვანელების და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან სწრაფად, საარჩევნო პერიოდში, გადმოვიდნენ რაზე, რომ ჩვენც შევიყვანთ, რატომ დაამატეს ევროკავშირის დროშა თავიანთ პლაკატებზე, რატომ დაიწყეს იმაზე საუბარი რომ ჩვენც შევიყვანთ ევროკავშირში, ჩვენც დავალაგებთ, ტრამპი ჩვენი მეგობარი არის და მასთან დავალაგებთ და ა.შ. ეს იმიტომ, რომ თავიანთივე მხარდამჭერები და მათი შვილები, ყველას უნდა ევროკავშირი და ამ 80%-ის წინააღმდეგ წასვლა არის ძალიან დიდი რისკი ოცნებისთვის. სად არის რუსეთის მხარდაჭერა, რუსეთის წნეხი სად არის, ვხედავთ, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.