შეზღუდვების წინააღმდეგ აქციას ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძე უერთდებიან

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ. ამ თემაზე დღეს “ნაციონალური მოძროაბის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ, ყოფილმა დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ და “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბრიფინგზე გაანცხადეს.

“ხელისუფლების გუშინდელი აბსოლუტურად თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე და ისიც მერე ვნახავთ როგორ გადავწყვეტთ, რამდენი ხანი გაგრძელდება შეზღუდვები. ეს არის უბრალოდ მონობის დაანონსება”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

“გუშინ ბატონმა ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი “დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო” და მინდა საჯაროდ მმივმართო, ძალიან ბევრგან არის გახსნილი ზამთრის კურორტები, ძალიან გთხოვთ, ეს ყოვლად მიუღებელია. მე, როგორც ერთი ადამიანი, ვუერთდები ამ აქციას”, – თქვა მან.

“ისინი უბრალოდ ატყუებენ მოსახლეობას, ეს დროში გადაწევები გახსნის, არაფერს არ ემსახურება, გარდა იმისა, რომ პროტესტი ჩაკლან ადამიანებში და გაუჩინონ განცდა, რომ მოდი ცოტა კიდევ მოვითმინოთ”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: ჩვენ მაინც არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს მხოლოდ პარტიული გამარჯვებაა. ეს საქართველოს გამარჯვება!
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები თბილისის მერიის შენობასთან ჯაჭვებით გადაბმულები დგანან