შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-მდე შეამცირა – ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება.

მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პანდემიისა და მისგან გამომდინარე არსებული შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

“2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა, 5%-ს ვვარაუდობდით, თუმცა 4.3%-ზე ჩამოვწიეთ, რაც გამწვავებული პანდემიის ფონზეა მთელს მსოფლიოში.

მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3%-ის ფარგლებში დაიგეგმება. ჩვენ განახლებულ და სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ ბიუჯეტს პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვადგენთ,” – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 652 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა მარტვილში