შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია… მერე გვიანი იქნება – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში, მომატებული ინფიცირებული მაჩვენებლის ფონზე, იმ შეზღუდვებზე წერს, რომელიც მისი აზრით, ამ პირობებში აუცილებელია:

“სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები…

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება,” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსნებთ, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ, პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას – თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული
შემდეგი სტატიაგამოძიების დაწყება და პასუხისმგებელ პირთა დასჯა აუცილებელია – ომბუდსმენი ფარულ ჩანაწერებზე