აშშ-ის კონგრესის უკრაინის საკითხთა ორპარტიული ჯგუფი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებული ცნობების გამო, რომელთა თანახმადაც, უკრაინისთვის ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისების მიწოდება შეჩერებულია.
“შეშფოთებულები ვართ უკრაინიდან ცნობებით, რომ შეჩერებულია აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა, რაც უკრაინაში უდანაშაულო სამოქალაქო პირებსა და ამერიკის მოქალაქეებს რუსული თავდასხმების საფრთხის წინაშე ტოვებს.
კონგრესს არაერთხელ მკაფიოდ განუცხადებია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს [უკრაინას] სადაზვერვო მხარდაჭერა რუსეთის დაუნდობელი დარტყმებისგან ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. აშშ-ის მოკავშირეები იხდიან Starlink-ზე უკრაინის წვდომისთვის.
შეზღუდვები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეში აგდებს, მიუღებელია და კონგრესი მათ არ დაუშვებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
















