შევთანხმდით, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს – ადა მარშანია

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხზე შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, თემატური ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე იმსჯელეს.

მარშანიას განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში გადმოვა.

„შევთანხმდით, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და აქ გადმოვა“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრაზე ცხარე კამათი გაიმართა კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დაფიქსირებასთან დაკავშირებით.

მარშანიას განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსი“ მსგავსი ჩანაწერის გაკეთების კატეგორიული წინააღმდეგია.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს და მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმს შემოწმებას განაგრძობს