შევთანხმდით, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების დელეგაცია უკრაინაში ერთად წავა – მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ერთად გაემგზავრებიან.

დეპუტატის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დღეს გამართული შეხვედრა იყო საქმიანი და კონსტრუქციული.

„შევთანხმდით, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების დელეგაცია ერთად წავა. კომუნიკაციაა უკრაინის მხარესთან. არ არის გამორიცხული, პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთოს ამ ფორმატში, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ჩვენგან გიორგი ვაშაძე გაემგზავრება“, – განაცხადა მანჯგალაძემ

banner
წინა სტატიაშიგენერლის წოდებები არ გამაჩნია, მაგრამ ერს ერთგულად ვემსახურები – პუტინი
შემდეგი სტატიაუკრაინასთან დიალოგი ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ძალისხმევის დამსახურებით მოხდა -პუტინი