შევხვდი კიდეც ჩემს კოლეგებს, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას, არგუმენტი ვერ მოვისმინე, რის გამოც პროცესს გამოვუცხადო ბოიკოტი – მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შეხვდა იმ კოლეგებს, რომლებიც ამ ფორმატში მონაწილეობას არ იღებენ. მისი თქმით, მათგან ვერ მოისმინა ვერცერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება უარი თქვას სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე.

„როდესაც გავიგეთ, რომ სამუშაო ჯგუფები იქმნებოდა, მე ფაქტობრივად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ პარლამენტში არ მგონია, რომ რამე იყოს, ვიდრე ამ 6 თვის განმავლობაშია. მიუხედავად იმისა, რომ შევხვდი კიდეც ჩემს კოლეგებს, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას, ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე იმისათვის, რომ ახლა, ამ პროცესს გამოვუცხადო ბოიკოტი და ფაქტობრივად შენ გახდე ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტის – დეპოლარიზაციის ჩაგდებაზე და ამის პოტენცია აქვს ორივე მხარეს. რატომ უნდა გავაკეთოთ ეს ოპოზიციამ, მე არ მესმის“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხელმომწერი ორგანიზაციები ადასტურებენ მზაობას, ჩაერთონ ევროკომისიის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულების პროცესში
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით კვარიათში აპარტოტელი – გუმბათი რეზიდენსი შენდება