” შევიტყვეთ, რომ სკოლებსა და სხვადასხვა უწყებაში ტარდება ლგბტ კვირეული, ვაპირებთ პიკეტირება მოვახდინოთ”

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი კვირეულის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ჩატარებას აპროტესტებს. ის აცხადებს, რომ კვირეული სკოლებში და სხვადასხვა დაწესებულებაში ტარდება და მისი მიზანი ლგბტქი თემის საკითხების პროპაგანდაა.

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს მსგავსი ტიპის ლექციების ჩატარებას. ის იმ დაწესებულებების პიკეტირებას გეგმავს, სადაც ლექციებია დაგეგმილი.

„შევიტყვეთ, რომ 15-ში დაიწყო ლგბტ კვირეული საქართველოში. ამ კვირეულს ჰქვია „მე ვირჩევ თანასწორობას“. მოვითხოვთ გაუქმებას. თურმე ასწავლიან, რომ ჰომოფობია ის, ვინც ჰომოსექსუალს ებრძვის და უნდა დაიჭირონ ის ხალხი, ვინც ამას უარყოფს. ხვალ ასევე ვაპირებთ 12:00-ზე ევროსაბჭოში გაპროტესტებას. ევროსაბჭოსა და გაერო-ში დიდი მაფიაა, რომელიც ახდენს ამის პროპაგანდას და ამაში ფულსაც იღებენ. ამ კვირეულს ატარებენ ყოფილი ზონდერები და სხვა ცნობილი ლგბტ აქტივისტები. ჩვენ მივალთ განათლების სამინისტროსთან, სადაც იქნება მთავარი პიკეტირება. ჩვენი მოთხოვნაა, დადგეს არა მარტო ჩხენკელის, არამედ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს მათი უდიდესი დანაშაულია“, – ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ვისთანაც ფრაქციას შევქმნით, გეი ქორწინებას და კანაფის ლეგალიზაციას მხარს არ უნდა უჭერდეს “
შემდეგი სტატიავითარება სოლოლაკში – აქტივისტები ივანიშვილის ბიზნესცენტრის დაბოქლომებას ცდილობენ