29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ქვეყანაში ჩამოსვლისა და სავარაუდო ღალატის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს საგანგებო განცხადებით ეხმაურება. ექსპრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებასა და მედიას, შეწყვიტონ სპეკულაციები მოქმედი პოლიტიკოსების მისამართით, რადგან პირი, ვისზეც ეჭვი აქვს, საზოგადოებისთვის უცნობია.

სააკაშვილი განცხადებაში ნიკა მელიას თემასაც ეხება, სრულად გამორიცხავს მის კავშირს სამშობლოში დაბრუნების ლოჯისტიკურ დეტალებთან, თუმცა ყოფილ თანაგუნდელს ძველ პოლიტიკურ შეცდომებს მაინც ახსენებს:

„ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე, ის არაფერ შუაშია. ჩემი ლოჯისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე. შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას, იმ კაცს უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი პირობას დებს, რომ როდესაც შესაბამისი დრო მოვა, საზოგადოებას პირდაპირ დაუსახელებს იმ კონკრეტულ პირს, ვინც მისი ჩამოსვლის პროცესში საეჭვო როლი ითამაშა.

banner
წინა სტატიაში“სანქციების შემსუბუქება არ მოხდება” — ტრამპის ულტიმატუმი ირანს
შემდეგი სტატიაადვოკატი: პირი, რომელზეც გორში სამართალდამცველებმა იძალადეს, გაათავისუფლეს და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ