შევეჩვიეთ ხელისუფლებისგან, კვირა არ გადის, რომ ახალი შეთქმულება არ დაანონსდეს, ტრენინგი შეთქმულებად ეჩვენებათ, სემინარი – გადატრიალებად – ჩიხლაძე

შევეჩვიეთ ხელისუფლებისგან, არც ერთი კვირა არ გადის ისე, რომ ახალი შეთქმულება არ დაანონსდეს, უბრალო ტრენინგი შეთქმულებად ეჩვენებათ, სემინარი – გადატრიალებად,- ასე ეხმიანება სუს – ის მიერ გამოძიების დაწყებას “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ამით მთავარი თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს, თუმცა, ეს მეთოდი სულ უფრო ნაკლებად მუშაობს.

ჩიხლაძის განცხადებით, სუს-ის „განცხადება ძალიან ბუნდოვანია“.

„სამწუხაროდ, შევეჩვიეთ ხელისუფლებისგან. არც ერთი კვირა არ გადის ისე, რომ ახალი შეთქმულება არ დაანონსდეს, ხან უბრალო ტრენინგი შეთქმულებად ეჩვენება, სემინარი – გადატრიალებად და ა.შ. ამიტომ არანაირი სერიოზული საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს. ეს სჭირდებათ მათ გარკვეული თემების გადასაგორებლად, ყურადღების გასაფანტად. ჩემი პირადი დაკვირვებით, ეს რაღაც პერიოდი ზოგჯერ მუშაობდა (საზოგადოებაში), მაგრამ ასევე ჩემი ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ შიდა კვლევებით მიიღო პასუხი, რომ სულ უფრო ნაკლებად მუშაობს მსგავსი თემები, ამიტომ ვურჩევდი შეცვალონ ტაქტიკა, სხვა გზა აირჩიონ ყურადღების გასაფანტად”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმათ არ სურთ ქვემეხის საკვები გახდნენ – დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში იძულებითი მობილიზაციის გეგმა ჩაიშალა
შემდეგი სტატიაამ ბოდვის დაშვება ნიშნავს, რომ პატივს არ სცემ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის სპეცსამსახურებს და უკრაინულ მხარეს, რომელმაც საქართველოში მოწვევა გამოაგზავნა -ბეჟაშვილი სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებაზე