“შევეჩვიე დილეგში ყოფნას, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა” – ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი ფსიქოლოგიური ზეწოლაზე საუბრობს – სასამართლო დარბაზში დაკავებულმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ოჯახის წევრებთან, დედასთან, შვილებთან კომუნიკაციის აკრძალვა სხვა არაფერია თუ მისი გატეხვის მცდელობა.

არავისთან კონტაქტი, არა შვილი, არა დედა, ცას „კლეტკებით“ უნდა ვუყურო – თქვა სხდომათა დარბაზში ხაბეიშვილმა.

ჩემს მცირეწლოვან შვილებს ვერ ვნახულობ, ეს არ არის სწორი, ოთხ თვეში ერთხელ მხოლოდ. არანაირი თანხა და გირაო. შევეჩვიე დილეგში ყოფნას. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. არავისთან კონტაქტი, არა შვილი, არა დედა, ცას „კლეტკებით“ უნდა უყურო“. – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქალაქო სასამართლოში დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო იხილავს.

banner
წინა სტატიაში“არ მაინტერესებს “ქიმიურ ტროიკასთან” – ბიძინასთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან გარიგებაში შესვლა” – ლევან ხაბეიშვილი
შემდეგი სტატია“მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი” – მოშიმშილე პატიმარი, ზურა ჭავჭანიძე