რაზე საუბრობდნენ დახურულ კარს მიღმა პრორუსი ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” ლიდერი? – გაშიფრულია გია ვოლსკის და დავით ხიდაშელის კონსპირაციული შეხვედრის ჩანაწერი.
პროგრამულად დამუშავების შემდეგ, “პირველებმა” ჩანაწერის ორი ფრაგმენტი გაშიფრა – ფარულ აუდიენციაზე გაკეთებული ჩანაწერის ერთ ნაწილში გიორგი ვოლსკი უყვება დავით ხიდაშელს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაც მოქმედებებს რუსეთის სახელით ატარებს.
“შევდივართ … ჩერეზ რუსეთიდან”, – ისმის აუდიო ჩანაწერში.
ჩვენ… შევდივართ, მძიმე რუსეთ და ეს არის ჩვენი მესიჯი, იმათმა იციან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში… ჩვენ არავის… ოღონდ, ოღონდ”- ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მოპოვებულ ჩანაწერში.
სკანდალური ჩანაწერის მიხედვით, ვოლსკი ხიდაშელს ეუბნება, რომ საქართველოს საგარეო კურსი, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს, სრულად არის შეთანხმებული კრემლის ლიდერებთან.
რატომ შეხვდა გიორგი ვოლსკი დავით ხიდაშელს?
დასანქცირებული რუსი ოლიგარქის, ევტუშენკოვის უახლოესი გარემოცვის წევრთან აუდიენციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მოძრაობა “დროას” წევრებმა გადაიღეს და გაავრცელეს. ირკვევა, რომ შეხვედრა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კაფეში შედგა.