“შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ – “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია საპროტესტო აქციას აანონსებს

“შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ რათა გააპროტესტოს მთავრობის უმოქმედობა და ძალიან ხმამაღლა გააგონოს დაყრუებულ ხელისუფლებას ხალხის ხმა.’’ – ეს განცხადება დღეს “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ქებურიას თქმით, 17 ოქტომბერს, 16 :00 საათზე მე 2- ე საჯარო სკოლის მიმდებარედ, საპროტესტო მსვლელობა დაიწყება და დასრულდება მერიასთან, სადაც გაჟღერდება „ევროპული საქართველოს“ მთავარი მოთხოვნა.

‘’მოგეხსენებათ ევროპული საქართველო ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის მოთხოვნით დიდი ხანია იბრძვის საკანონმდებლო ორგანოში, 4100 ხელმოწერა შესაბამისი მოთხოვნით ,წარდგენილია მთავრობის კანცელარიაში, თუმცა ბიუჯეტის პროექტის განხილვამ ცხადყო, რომ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს იმ ზარალზე რაც რეალურად მიადგა მოსახლეობას. ამიტომ 17 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ევროპული საქართველო, მოსახლეობასთან ერთად მოაწყობს აქცია – მსვლელობას,“შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“ რათა გააპროტესტოს მთავრობის უმოქმედობა და ძალიან ხმამაღლა გააგონოს დაყრუებულ ხელისუფლებას ხალხის ხმა.

შევიკრიბოთ 17 ოქტომბერს, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ, საპროტესტო მსვლელობა დაიწყება ამ ადგილიდან და დასრულდება მერიასთან, სადაც გაჟღერდება „ევროპული საქართველოს“ მთავარი მოთხოვნა. ‘’ – განაცხადა ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ

banner
წინა სტატიაშიდაავადებათა კონტროლის ცენტრი აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაერთპარტიულად, ძალმომრეობით და ხელის გადაგრეხვით მიღებული კონსტიტუცია – ოპოზიცია მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს