“შევარდნაძის ხელისუფლებასაც კი ჰქონდა უფრო მაღალი რეიტინგი ვიდრე აქვს „ქართულ ოცნებას”-ოპოზიცია NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს

ნიკა მელია

„რა განწყობებიც არის საზოგადოებაში, ის არის გადმოტანილი ამ კვლევაში,“-ამის შესახებ განცხადება ენმ-ს წევრებმა ნიკა მელიამ NDI-ს გამოკითხვის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით „ქართული ოცნების“ მიმართ, ის მინიმალურ მხარდაჭერასაც კი არ ელოდა.

„გამიკვირდა კიდეც აი ეს მინიმალური მხარდაჭერა საიდან აქვს „ქართულ ოცნებას,“ მაგრამ გასაგებია საიდან აქვს. მინისტრების, გუბერნატორების, მინისტრების მოადგილეების, ადმინისტრაციული რესურსის ხმები არის ეს. შევარდნაძის ხელისუფლებასაც კი ვარდების რევოლუციამდე ჰქონდა უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე აქვს „ქართულ ოცნებას,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ის დაკვეთა რომელიც საზოგადოებას აქვს ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით, ამ მოთხოვნას გაერთიანებულმა ოპოზიციამ უპასუხა.

კვლევას ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიაც.“ შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირებების და NDI-ის რეიტინგების მას არ სჯერა.

„ის რომ პასიურობაა მოსახლეობაში და ნიჰილიზმი საარჩევნო პროცესების მიმართ არის ჩვენი ტრაგედია, ეს ნიშნავს, რომ ხალხს აღარ უნდა მიიღოს ქვეყნის მართვაში მონაწილეობა და ის ვერ ახერხებს გამოვიდეს საარჩევნო დეპრესიიდან და ამის წამალი კაცობრიობამ კაი ხანია მოიფიქრა, ეს არის არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის პრინციპის საკანონმდებლო ნორმად გამოცხადება,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ვერანაირად ვერ ასახავს ეს კვლევა რეალურ განწყობებს საზოგადოებაში,” – მმართველი გუნდი NDI-ის გამოკითხვის შედეგებს უნდობლობას უცხადებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს