“შევამცირებთ გადასახადებს იმისთვის, რომ ადამიანებს მეტი ხელფასი დარჩეთ”- “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო დაპირებები გააცნო.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეს საქართველოს განახლება და ახალი ენერგია ჭირდება.

„ქართული ოცნების“ არაკომპეტენტურმა მმართველობამ ქვეყანა შეიყვანა კრიზისში ათიათასობით ოჯხას დღეს უფრო უჭირს, ვიდრე უჭირდა ოთხი წლის წინ. ასიათასობით ოჯახმა და დაამიანმა დაკარგა მომავლის რწმენა და იმედი. ვეღარ ხედავს განვითარებას და წინსვლას, ქვეყანაში დაბრუნდა შევრდნაძის დროინდელი კითხვა გვეშეველება რამე? უნდა ვიცოდეთ, აუცილებლად გვეშველება, როდესაც მოვალ არჩევნებზე და ავირჩევთ იმ გუნდს, რომელიც თავისი ცოდნით, კვალიფიკაციით, ახალი ხედვით შეცვლის დღევანდელ სიტუაციას და წინ წაიყვანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ხალხს. დიახ, ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ ასეთი გუნდი. ჩვენ გვაქვს კარგად გაწერილი გეგმა, რა ჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ შევამცირებთ გადასახადებს იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანებს მეტი ხელფასი დარჩეთ, ხოლო ბიზნეს მეტი თანხა დარჩეს ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ჩვენ მოვახდეთ ბიზნესის დეკრიმინზალიზციას, რომ აღარავის ეშინოდეს ფინანსური გადაცდომის გულისთვის ციხეში მოხვედრის და ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ მუდმივად ვითარდებით და ვსწავლობთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების შემთხვევაში პენსიის 50 ლარით გაზრდას აპირებს.

„პირველი ამოცანა, რომელსაც უსწრაფესად გადავწყვეთ არჩევნების შემდეგ, იქნება იმ ადამიანებს დახმარება, რომელსაც უჭირს, სწორედ ამიტომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რასაც გავაკეთებთ ნოემბერში, ეს იქნება პენსიის 50 ლარით გაზრდა. ყველა პენსიონსერისთვის და იქნება სოციალური დახმარების აღდგენა თითოეული იმ ოჯახსითვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში დაუსაბუთებლად მოეხსნათ სოციალური დახმარება. დავდგეთ ერთად და ერთად ავაშენოთ საკუთარი ქვეყანა. ამ არჩევნებში თითოეულმა ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს უკეთეს მომავალს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა “ევროვიზიისათვის” ფულის გადახდაზე უკრაინის გამო უარი განაცხადა
შემდეგი სტატია“ფრანგულ მხარეს შევთავაზეთ რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ნოტარიული საკითხი დასრულდეს 20 სექტემბრამდე”