შეუსაბამობა მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციაში – ენმ პროკურატურას გამოძიების მიზნით მიმართავს

ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობებიდან გამომდინარე პროკურატურას გამოძიების დაწყებას მოთხოვნით მიმართავს.

ენმ-ის წევრს, ლევან ხაბეიშვილს განცხადება საგამოძიებო უწყებაში დღეს დილით შეაქვს.

„მივმართავთ პროკურატურას გამოიძიონ, როგორ მოხდა, რომ ასი ათასობით ლარის აცდენა ჰქონდა კვირიკაშვილს დეკლარაციაში, ასევე, ქუმსიშვილს. როგორ მოხდა, რომ ასი ათასობით ქონება შეიძინა ვანო ზარდიაშვილმა მას შემდეგ, რაც გახდა „ქართული ოცნების“ წევრი. ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, ფაქტობრივად, ერთ დღეში გახდა მილიონერი და მან ორ მილიონ ნახევარი ლარის ქონება შეიძინა მას შემდეგ, რაც პროკურორობიდან გადადგა,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებს
შემდეგი სტატიაჭრილობა თავის არეში – ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს