შეურაცხმყოფელია ჭორი, რომ ქვეყანას მართავს ივანიშვილი – კალაძე

შეურაცხმყოფელია ჭორი, რომ ქვეყანას მართავს ივანიშვილი – ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა გააკეთა. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა ძალიან დიდი ტყუილია, რომ ქვეყანას ჰყავს ფარული მმართველი, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართავს ხელისუფლებას.

“ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შეურაცხმყოფელია და შემოგდებული ჭორებია ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს ქვეყანას ჰყავს ფარული მმართველი, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართავს ხელისუფლებას და მთავრობა არის ბუტაფორია. გულწრფელად მინდა, გიპასუხოთ, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ჩვენი ოპონენტები ძალიან დიდი ძალით ცდილობენ, ეს აზრი დაამკვიდრონ საზოგადოებაში, თუმცა, ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ 63 თანამშრომელზე 436 500 ლარის კომპენსაცია გაიცა
შემდეგი სტატიაპარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა