შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, დამამცირებელი განცხადებები – თამარ ჩუგოშვილი ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. მისი თქმით ენმ-ის მხრიდან იმატა დამამცირებელმა განცხადებებმა და ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოებს მიაწვდიან ინფორმაციას. პარლამენტარის განცხადებით, ისინი ასევე, საქმის კურსში ჩააყენებენ უცხოელ პარტნიორებს.
„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვნად არის მომრავლებული შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, დამამცირებელი განცხადებები. მიგვაჩნია, რომ ეს განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ემსახურება ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებას, განსაკუთრებით, რეგიონებში. ოზურგეთის შემთხვევას რაც შეეხება და ყველგან, ბუნებრივია, რომ სამართლებრივი რეაგირება იქნება კანონის შესაბამისი,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდესს ხვდებიან
შემდეგი სტატია84 წლის ქალი ოთახში ჰყავთ გამოკეტილი