“შეურაცხყოფას ნუ აყენებს ამ ქვეყანას”-ჭიჭინაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

„ მემგონი ძალიან ცდება საქართველოს პრეზიდენტი და შეურაცხყოფას ნუ აყენებს ამ ქვეყანას.
არადა, თითქოს დიპლომატია, თითქოს გამოცდილებაც აქვს… და ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, როგორც ვატყობ, ცოტა ლოგიკასთან აქვს პრობლემები ქალბატონ სალომეს.

ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ნააზრევს არ აჟღერებს, რადგან ხშირად მინახავს, მისი განცხადებების შემდეგ, რთულ მდომარეობაში აღმოჩენილი „ოცნება“.ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, რომ ჩვენს პრეზიდენტს ამ ქვეყანაში არ უცხოვრია იმ მძიმე პერიოდში, როდესაც ჩვენ მართლა კოლონია ვიყავით, თორემ ეცოდინებოდა სიტყვა კოლონიის მნიშვნელობა.

ის იმ ქვეყანაში ცხოვრობდა, რომელსაც კოლონიები ნამდვილად ჰქონდა, ამიტომ შეადაროს ეხლა ის მდგომარეობა და დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა. ასე რომ, ძალიან ცდება საქართველოს პრეზიდენტი….“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაში“ზურაბიშვილის განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება”
შემდეგი სტატიასაქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა