,,შეურაცხყოფა, ცილისწამება და ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა – ამ პრობლემას სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება”

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2019 15:32

,,შეურაცხყოფა, ცილისწამება და ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა – ამ პრობლემას სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება”

მნიშვნელოვანი

  • პატრიარქის ეპისტოლეში ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მოვისმინეთ. ერთი ეხებოდა სიტყვით ძალადობას, რაც სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა

სხვა სტატიები

პატრიარქის ეპისტოლეში ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მოვისმინეთ. ერთი ეხებოდა სიტყვით ძალადობას, რაც სერიოზული პრობლემაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა. მან პატრიარქის ეპისტოლედან ცილისწამების შესახებ მონაკვეთი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემას შესაბამისი ზომების მიღება სჭირდება.

„გუშინ პატრიარქის ეპისტოლეში ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მოვისმინეთ. ერთი ეხებოდა, როგორც მოგეხსენებათ, სიტყვით ძალადობას, რაც სერიოზული პრობლემაა. შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბილწსიტყვაობა, რაც უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ამ პრობლემას სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება.

პატრიარქის ეპისტოლეში ასევე საუბარი იყო განათლებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ასევე საუბარი იყო პატრიოტულ აღზრდაზე, რაზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა. კიდევ ერთხელ მინდა პატრიარქს მადლობა გადავუხადო ამ ეპისტოლესთვის,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2019 15:32

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


13,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics