შეუძლებელია საქართველოს ციხეთა სისტემაში და პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილის განკურნება – ჯიშკარიანი

„ექსპერტთა ჯგუფს ურყევად მიაჩნია, რომ შეუძლებელია საქართველოს ციხეთა სისტემაში და პატიმრობაში საქართველოში მიხეილ სააკაშვილის განკურნება, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის თქმით, დასკვნა მოიცავს ყველა იმ პერიოდს, რომლის გავლაც მიხეილ სააკაშვილს მოუწია.

„დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე ამ კვირაში იქნება მზად. რაც იკვეთება ამ ეტაპზე, უკვე დოკუმენტირებულად და დადასტურებულად, ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გორის ჰოსპიტლიდან მოყოლებული დღემდე, რაც ძირითადად უკავშირდება მის ნევროლოგიურ მდგომარეობას, სტატუსს და, ასევე, რეფიდინგის არასწორად ჩატარების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა გართულებებს.

ჩართულია სპეციალისტი გერმანიიდან, ეს არის ზოგადი ქირურგი, რომელსაც აქვს გამოცდილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან ოპერირების და, ასევე, იგი არის მკურნალი, მას გააჩნია როგორც ქართული ლიცენზიები, ასევე, გერმანული ლიცენზია.

ჩვენ ექსპერტთა ჯგუფს ურყევად მიაჩნია, რომ შეუძლებელია საქართველოს ციხეთა სისტემაში და პატიმრობაში საქართველოში მიხეილ სააკაშვილის განკურნება“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა – ხუციშვილი
შემდეგი სტატიალაშა ხუციშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებზე – არის პუნქტები, რომელიც საჭიროებს ოპონენტების მონაწილეობასაც – მნიშვნელოვანია, ყველამ შეიტანოს წვლილი