შეუძლებელია, რომ ოპოზიციის ან ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაწონი რამე გავაკეთოთ -სერგეენკო

შეუძლებელია, რომ ოპოზიციის ან ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაწონი რამე გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დღეს პარლამენტში მოსმენაზე შესაძლებლობა ექნება, რომ საზოგადოებისთვის ყველა აქტუალურ კითხვას ამომწურავად უპასუხოს.

“რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ზურაბ ჭიაბერაშვილს რაიმე არ მოსწონს, შეუძლებელია, რომ მისი მოსაწონი გავაკეთოთ, თუმცა დღევანდელ მოსმენაზე საშუალება მექნება, რომ ყველა აქტუალურ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე”, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, 2018 წელს პირველი პრიორიტეტი მედიკამენტებით უზრუნველყოფა იქნება.

„სადაზღვევო კომპანიები ასეთ პროგრამებთან არაფერ შუაში არ არიან. ეს სახელმწიფო პროგრამაა. ამ პროგრამით უამრავი, ათასობით ადამინმა შვება მიიღო და როგორც ერთი კვირით ადრე დავაანონსე, ეს პროგრამა კიდევ გაფართოვდება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

“ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების პროგრამა ქაღალდზე დარჩა, რადგან პროგრამაში მხოლოდ 13 000 ადამიანი ჩაერთო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა
შემდეგი სტატიაკომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს კვებით მომსახურებას უწევს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს