“შეუძლებელია იმის გარკვევა რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება” – სებ-ის პრეზიდენტი

შეუძლებელია იმის გარკვევა რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება – ეს განცხადება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა. კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებას გამოეხმაურა.

კობა გვენეტაძის შეფასებით, ლარის კურსის ვარდნას გავლენა არ აქვს ფასების მატებაზე.

“საქართველოში ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლე ვადიან პერიოდში დამახასიათებელი არის რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება. მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს ეკონომიკამ შეიწოვოს.

“ეროვნულ ბანკს არ გააჩნია რაიმე ნიშნული, მაჩვენებელი გაცვლითი კურსის. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ინფლაცია და აი ეს არის აქ გაცილებით მნიშვნელოვანი. ინფლაცია საქართველოში არის ძალიან დაბალი. დღესდღეობით რაც გვაქვს ეს არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. ბოლო ინფორმაციით, როგორც მოგეხსენებათ წლიური ინფლაცია 2,7% და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტები იმისათვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაუქნიეთ თავი, აიღეთ თანხა, 28 ოქტომბერს კი ისევე მოატყუეთ “ქართული ოცნება”, როგორც მათ მოგატყუეს 2012 წელს – ხაბეიშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს ​
შემდეგი სტატიაზურაბიშვილის გამონათქვამები და ჰააგის სასამართლოში დავის შეჩერება – კახიძე “ქართულ ოცნებას” კაპიტულანტურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს