შეუძლებელია, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება სერიოზულად აღიქვა – კახიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საფუძველსაა მოკლებული.

კახიძის თქმით, უაპელაციოდ ასეთ საკითხებზე საჯაროდ საუბარი უხერხულია.

“ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება შეუძლებელია, სერიოზულად აღიქვა. რაც შეეხება ფორმალურ მართვას, პარტიას მართავს პოლიტიკური საბჭო. ჩვენ ვნახეთ, რომ 25 ადამიანმა და მათ შორის ჩიორა თაქთაქიშვილმა გადაწყვიტა საკითხი ისე, როგორც თავად თაქთაიშვილი და მისი თანამოაზრეები თვლიდნენ საჭიროდ. პარტიის ამაზე მეტად დემოკრატიულად მართვა, უბრალოდ, არ არსებობს. ჩიორა თაქთაქიშვილის ხმამ გადაწყვიტა, როგორ უნდა ჩატარებულიყო ყრილობა. გაუგებარია, რა არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. რაც შეეხება უხერხულ ბრალდებას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა გასცა პასუხი, რომ ეს არის დაკავშირებული პარტიაში გარკვეულ რეორგანიზაციასთან, ხარჯების ოპტიმიზაციასთან. ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ გუნდურობასთან. უხერხულია ასეთ ბრალდებებზე საუბარი უაპელაციოდ“,-განაცხადა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის კობა ხაბაზი და გოგა ონიანი, „შემცირებაში მოაყოლა” და სამსახურიდან დაითხოვა.

banner
წინა სტატიაში„ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება?!“-რომან გოცირიძე ზოიძეს მიმართავს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე პროკურატურაში დაიბარეს