6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

“შეუძლებელი იყო გაუსაძლისი ყოფიერების ატანა”- გიორგი კეკელიძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

პოდკასტში „გაბედე”  მწერალი გიორგი კეკელიძე ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს. 

„მე იმ დღეს თავის მოკვლა მინდოდა კიდეც და არ მინდოდა. ოღონდ მინდოდა იმდენად რამდენადაც ეს რეალურად რომ მომხდარიყო არ მეწყინებოდა. იმდენად მაღალი იყო ტანჯვა. იმდენად შეუძლებელი იყო გაუსაძლისი ყოფიერების ატანა. ბოლო წარმოსახვა იყო – შეუძლებლობა გაძლების.

გეუბნებიან რომ თავი ხელში უნდა აიყვანო. ისეთი მძიმე ხარ, რომ საკუთარ თავს ვერასდროს ვერ ზიდავ”,- ამბობს გიორგი კეკელიძე.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის მაისში გიორგი კეკელიძემ თვითმკვლელობა სცადა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და ახლობლებს ემშვიდობებოდა. კეკელიძე წერდა, რომ დიდი ხანია ებრძოდა დეპრესიას და აღარ სურდა სიცოცხლის გაგრძელება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: ჩვენ ვაკვირდებით მორიგ ეპიზოდს ივანიშვილისეული საპნის ოპერიდან
შემდეგი სტატიამოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს