შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, ვის ეპოზიორები – მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილს

“შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი. რაში გჭირდება? ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები რა. თუ მართლა გინდა შერიგება, დაიწყე ეს შერიგება, შევხედავთ და მერე ვნახოთ რა იქნება კაცო. ისინიც დგანან, სასულიერო პირები და საყოველთაო შერიგება და რაღაც, ვითომ ის არის რა, აიღებ, მოგინდა უცებ და შერიგდები რა, ვითომ ეს შენზეა დამოკიდებული მარტო. შერიგება დამოკიდებულია ვისთანაც რიგდები იმაზეც… ხან ისე იქნება, ხან ასე. ხან პრეზიდენტი იქნები, ხან ციხეში ხარ. ორივე სიტუაციაა გააანალიზე. პრეზიდენტი რომ ხარ თავში კი ნუ აგივარდება და ყველაფერი შენი კი ნუ გგონია. მერე ციხეშიც შეიძლება მოხვდე და იმ ციხეშიც, ყველაფერზე უარს კი ნუ იტყვი, რომ მე არაფერი დამიშავებია, პოლიტპატიმარი ვარ აბა ახლავე გამომიშვითო. რომ გამოგიშვან, მერე ღვთის წინაშე რა მძიმედ დაისჯები. ჯობია აღიარო, რომ არასწორად გააკეთე რამე და შეეგუე იმ მდგომარეობას, მადლობა უთხარი ღმერთს. რაის შიმშილობა”,- აღნიშნა  ქადაგებისას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 24-ე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.

 

წინა სტატიაშივერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა წერილს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, თიანეთის მერის არჩევნების მეორე ტურში “ოცნების” კანდიდატს “გზა დაუთმოს”