შეწყალების უფლებაზე მორატორიუმი არის ისეთივე მავნებლობა, როგორც ამ უფლების უსამართლოდ გამოყენება

შეწყალების უფლებაზე მორატორიუმი არის ისეთივე მავნებლობა, როგორც ამ უფლების უსამართლოდ გამოყენება; რადგან პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლება უზენაესი შესაძლებლობაა, განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეზიდენტს ჰქონდეს უფლება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებზე მაღლაც კი დადგეს მოქალაქეთა სასიკეთოდ და სასჯელმისჯილთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის მიზნით.

გამოსავალი არ არის, დადგე და თქვა, აღარავის შევიწყალებო, ეს იგივეა, რომ მავნებლურად გამოიყენო ეს უფლება, რასაც ჩვენი პრეზიდენტების უმრავლესობა აკეთებდნენ. შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას, მათ შორის, პრეზიდენტებმაც, მაგრამ როდესაც ჯიუტობ, არ ხსნი, არ განიცდი და არ ასწორებ შეცდომას, ეს უკვე ზიანის მიმყენებელია.

რამდენი პატიმარი, ნაკლებად მძიმე ქმედებისთვის ელოდება პრეზიდენტის შეწყალებას, რამდენი პატიმრისთვისაა იმედი, რომ თუნდაც ერთი დღით ადრე დატოვებს საპატიმროს, რადგან თითოეული დღე საპატიმროში ჯოჯოხეთია, და ამ დროს, დგახარ, კაცმა არ იცის, რა მიზნით, რა მოტივაციით იწყალებ ზოგს და მერე დგები და საერთოდაც იბუტები, რომ არც არავის შევიწყალებო, ეს არის მავნებლობა ერის მიმართ.ექსკლუზიურ უფლებაზე, რომელიც თავის არსით, ვალდებულებიდან მოდის, უარის თქმა, ღალატია ერის მიმართ, რადგან ესეც მოქალაქეების მიმართ გულგრილობის შედეგია – წერს ჟურნალისტი არჩილ გამზარდია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ოთხმეზური პრეზიდენტზე: ქალბატონი სალომე არის
შემდეგი სტატია“ათონელზე ზის “მაიმუნი გახსნილი ლიმონკით” – უგულავა ზურაბიშვილზე