შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები განცხადების გაკეთებას გეგმავენ

news
ავტ.: news დეკემბერი 23, 2015 12:24

შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები განცხადების გაკეთებას გეგმავენ

მნიშვნელოვანი

  • შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები განცხადების გაკეთებას გეგმავენ. არსებობს თუ არა საგამოძიებო კომისიასთან და ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოჭრილ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას დაქვემდებარებულ კომიტეტში ერთიანი პოზიცია, ცნობილი სავარაუდოდ დღეს გახდება. ამ წუთებში უნდა დაიწყოს ბიუროს სხდომაც.

სხვა სტატიები

შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტის წევრები განცხადების გაკეთებას გეგმავენ. არსებობს თუ არა საგამოძიებო კომისიასთან და ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოჭრილ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას დაქვემდებარებულ კომიტეტში ერთიანი პოზიცია, ცნობილი სავარაუდოდ დღეს გახდება. ამ წუთებში უნდა დაიწყოს ბიუროს სხდომაც.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. გედევან ფოფხაძის განმარტებით, ის რამდენიმე დეპუტატთან ერთად ცოტა ხანში გეგმავს სპეციალური განცხადების გაკეთებას, სადაც მოხდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლების და რამდენიმე დეპუტატის პოზიციის დაფიქსირება.

დეტალებზე უმრავლესობის დეპუტატი არ საუბრობს. თუმცა, საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პროცესები სამართლებრივ ჩარჩოში შენარჩუნდეს.

“მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი უნდა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და ყველა სხვა მიმართულებით ამ პროცესის გადახრა არასწორია, შესაბამისად, გარკვეული ანალიზი ჭირდება. მე კომიტეტში ჩემს მეგობრებს შევთავაზებ, რომ საერთო პოზიციით ჩამოვყალიბდეთ. თუმცა, მე თავად ვაპირებ ჩემი პოზიციის დაფიქსირებას,”- განმარტა გედევან ფოფხაძემ.

news
ავტ.: news დეკემბერი 23, 2015 12:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics