შეწყალების საქმე – მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

AWBF3P Judge

მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. წლების წინ მოკლულის ოჯახის გეგმები ზურაბიშვილის იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება,რომლითაც სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრი, ირინა მარიჯანაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს.

„სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩემი პრეზიდენტი. არ არის და ვერ იქნება იმიტომ, რომ სამწუხაროდ ოცნებამ ცუდსა და უარეს შორის გაგვაკეთებინა არჩევანი და ჩვენ ავირჩიეთ ცუდი პრეზიდენტი. მან არ ჩაიხედა არანაირ დებულებაში, გააუქმა კომისია, რომელიც იანვარში გააუქმა და დღემდე არ არის ჩამოყალიბებული, მიცხადებს დღეს მორატორიუმს, როგორ? იქ არ უწერია, რომ მკვლელი, მკვლელი, ძებნილი? ესეც არ უწერია გვარების გასწვრივ?“ – ამბობს დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრი, ირინა მარიჯანაშვილი.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ბერძენიშვილი კურიერის მთავარი პროდიუსერი გახდა
შემდეგი სტატია,,როცა საქმე ამა თუ იმ პირის შეწყალებას ეხება, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან “