შეწყალების კომისიის თავმჯდომარის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება

დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის დაკითხვა მიმდინარეობს ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში. ზვიად ქორიძე უწყებაში ნახევარი საათის წინ შევიდა. გამოძიების კითხვები პატიმრების შეწყალების პროცესში გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობებს უკავშირდება.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე გუშინაც იყო პროკურატურაში დაკითხვაზე. ქორიძე ამბობს, რომ მან უწყებაში კონკრეტულ გვარებზე გუშინაც ისაუბრა და დღესაც აპირებს კონკრეტულ პირებზე საუბარს.

გამოძიება სისხლის სამართლის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ზემოქმედებით ვაჭრობას. შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები შეწყალების კომისიაზე პოლიტიკოსებისგან არსებულ ზეწოლაზე საუბრობენ. საქმის გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში“ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდება” – გიგი კალანდაძის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიასკოლებსა და ბაღებში კვებისა და ჰიგიენური ნორმების კონტროლი მკაცრდება