“შეწყალებაზე მორატორიუმი ვერ გამართლდება, ეს კონსტიტუციური ვალდებულებაა”- ზაზა თავაძე

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის თქმით, შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა და მასზე უარის თქმა ვერ გამართლდება. ამის შესახებ თავაძემ პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

„როგორც იურისტი გეტყვით, რომ შეწყალებაზე არანაირი მორატორიუმი გამოცხადებული არ უნდა იყოს, რადგან ეს პირდაპირ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა“, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ზაზა თავაძემ, საპარალამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის მიერ დასმულ კითხვას, თუ რამდენად სამართლიანად და კანონიერად მიაჩნია მას შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადება.

ამ წუთებში პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს. დღეს დეპუტატების წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე წარსდგა.

ზაზა თავაძე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. 2010 წლიდან იგი ამავე სასამართლოს მოსამართლე იყო. 2008-2010 წლებში კი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

საქართველოს ომბუდსმენი , უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ზაზა თავაძის განათლების ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს, ასევე რამოდენიმე კანდიდატს ასახელებს და განმარტავს, რომ თავაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება, ვერ აკმაყოფილებს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : რაც უფრო სწრაფად აღდგება ფრენები, მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის და ხალხთა შორის ურთიერთობებისთვის