შეწყალებას მამალაძის გარდა ბევრი მსჯავრდებული ელოდება – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალებას დეკანოზის გარდა ბევრი მსჯავრდებული ელოდება და მას საქმეების შესწავლა სჭირდება, რათა შეცდომა აღარ დაუშვას.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმის ვადებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების განახლებას დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა ბევრი მსავრდებული ელოდება და მისთვის, ცოტა გასაკვირია, მედიის მხოლოდ ერთი ადამიანით დაინტერესება.

“ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ არის ინტერესი მხოლოდ ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება რა იქნება ამ კუთხით და მე მგონი, რომ არ არის სამართლიანი მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაკავებული.

რამდენიმე ასეული მომართვაა პრეზიდენტთან შემოსული. უნდა ვიმუშაოთ და დავასრულოთ ახალი წესები, შემდეგ უნდა გამოვცე ბრძანება, უნდა შევუდგე საქმეების შესწავლას. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემეჩერებინა, რისი სრული უფლება გამაჩნია, ამ შეჩერებას შევაჩერებ, როგორც კი მე ვიქნები მზად, მექნება შესწავლილი ყველა ის საქმეები, რომელიც საჭიროა. იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც ატყდა წინა შეწყალებაზე, ალბათ გამიგებთ, რომ მინდა დრო, დავფიქრდე რომ არანაირი შეცდომა არ დავუშვა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქართველი მეცო-სოპრანო, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად მძიმედ დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად კონცერტს გამართავს
შემდეგი სტატიაელისაბეთ რუდი : „ფრიდომ ჰაუსი“ კერძო ორგანიზაციაა და საკუთარ შეფასებას აკეთებს, მე კი შემიძლია, ვთქვა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს მედიის თავისუფლების გაძლიერებას