შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა უნდა იყოს ახსნილი კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებული ადამიანების შეწყალების მოტივი

 

„ რა თქმა უნდა, შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ეს საკითხი არასდროს, არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. თუმცა, მაგალითად, როდესაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ მძიმე ნარკოტიკებზე, ნარკოტიკების რეალიზატორებზე, ან მის გავრცელებაზე, ვამბობთ, რომ ეს ის მიმართულებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს ეფექტური ნარკოპოლიტიკის ჭრილში და ამავე დროს შეიძლება მოხდეს მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება – ყველა ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტსაც აქვს ვალდებულება, მსგავსი გადაწყვეტილებები იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის, რომ გარკვეულ ლოგიკურ წინააღმდეგობაში არ აღმოვჩნდეთ.
როდესაც დღეს ვხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურად გვიწევს, მაგალითად კრიმინალურ ავტორიტეტთან ბრძოლა, და ხდება კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი ან მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, აუცილებელია საზოგადოებისთვის იყოს დეტალურად ახსნილი, თუ რა მოტივებით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია და არავინ აყენებს ეჭვქვეშ. თუმცა, არსებობს მორალური მხარე, საზოგადოების მოლოდინი და ის აქტუალური კონტექსტი, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს.
დღეს კარგად გვესმის, რომ სასამართლოს სულ სხვა, ძალზედ მაღალი სტანდარტი აქვს. ასევე კარგად გვესმის, რომ პენიტენციალურ სისტემაში სულ სხვა მდგომარეობაა და როდესაც მსგავს პირობებში, მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანის, პიროვნებების შეწყალება ხდება, საზოგადოების აქვს მოლოდინი, რომ იყოს ინფორმირებული- მიღებული გადაწყვეტილებების, მოტივების კონტექსტში და საერთოდ იყოს ახსნილი რა მოტივებით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება – ამაში გასაკვირი არაფერია,”-აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიზაზა ბიბილაშვილი პრეზიდენტის ინტერვიუს ეხმაურება
შემდეგი სტატიაროდესაც მძიმე დანაშაულში ბრალდებულის შეწყალება ხდება, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული – შს მინისტრი