შეთანხმებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი-აბესაძე თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატურას არ მოხსნის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაპირისპირება გრძელდება. კანდიდატურის მოხსნას არც “პატრიოტთა ალიანსის” და არც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატები არ აპირებენ. “ენმ”-ს კანდიდატი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ შეთანხმებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი და თუ ვინ იქნება თავმჯდომარის მოადგილე ამას უმრავლესობის მქონე პარტია- “ქართული ოცნება” წყვეტს.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ნაციონალურ მოძრაობას მოადგილეობის კანდიდატი აუცილებლად ეყოლება, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი დღეს არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნის უშიშროების წინაშე დგას. არანაირ შეთანხმებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ირჩევს მოადგილეს კომიტეტის წევრების უმრავლესობა, ამ უმრავლესობას ფლობს ქართული ოცნება, ასე რომ ველოდებით მათ გადაწყვეტილებას,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

banner
წინა სტატიაშითბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანი : “ჩვენ “ოცნებასთან” კონკურენტი არ ვართ, მათ ხმა უნდა მოგვცენ“